შუახევის მუნიციპალიტეტის მერი, ომარ ტაკიძე ოლადაურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში - კარაპეტში, მაწყვალთასა და ოლადაურში იმყოფებოდა, სადაც მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა, სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
ადგილობრივებისგან მოისმინა ინფორმაცია სოფლებში არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და სოფლების განვითარების სამომავლო გეგმები.
ამ ეტაპზე აღნიშნულ სოფლებში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ფანჩატურების, საფეხმავლო ბილიკების, სასმელი წყლის სისტემების მოწყობა და მეწყერსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები.
აღსანიშნავია, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით იგეგმება და ხორციელდება.
ოლადაურის ადმინისტრაციული ერთეულში ასევე იმყოფებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, მერის მოადგილე გიორგი კეკელიძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები.