შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა, ომარ ტაკიძემ, მუნიციპალური სერვისების სააგენტოს თანამშრომლებთან სამუშაო თათბირი გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოსახლეობისთვის ხარისხიანი მუნიციპალური სერვისების უწყვეტ უზრუნველყოფას, ასევე დასუფთავებისა და გამწვანების სამუშაოების შესრულებას.
იმსჯელეს შიდა გზებისა და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის, სასმელი წყლის სისტემების გამართული ფუნქციონირებისა და ელექტროსისტემების შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მერმა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებისგან შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა, შეაფასა მიმდინარე პროცესები და მათ კონკრეტული დავალებები მისცა.
ომარ ტაკიძემ აღნიშნა, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თითოეული მიმართულებით მიმდინარე სამუშაოების დროულ და ხარისხიან მონიტორინგს. მისი განცხადებით, მუნიციპალური სერვისების გამართული მართვა უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის ყველა აუცილებელი მომსახურების უწყვეტ და შეუფერხებელ მიწოდებას.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები მირიან აბაშიძე, გიორგი კეკელიძე, ასევე მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.
