ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან მარიამ ლაშხთან ერთად, სოფელ ხიჭაურის საჯარო სკოლაში იმყოფებოდა

09 ივლისი 2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან მარიამ ლაშხთან ერთად, სოფელ ხიჭაურის საჯარო სკოლაში იმყოფებოდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან მარიამ ლაშხთან, კომიტეტის წევრებთან, ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების დელეგატ ანზორ ბოლქვაძესთან და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიჭაურის საჯარო სკოლაში იმყოფებოდა.

დელეგაციის წევრები შუახევის მუნიციპალიტეტის მერთან, ომარ ტაკიძესთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძესთან ერთად, შშმ პირთა დღის ცენტრს ეწვივნენ და არსებულ პირობებს გაეცნენ. ცენტრი სრულად შეესაბამება შშმ პირთა საჭიროებებს და ამჟამად 15 ბენეფიციარს ემსახურება. დაწესებულების საქმიანობა ორიენტირებულია ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მომსახურების უზრუნველყოფაზე, ბენეფიციართა სოციალური უნარების განვითარებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობაზე.

დელეგაციის წევრები ხელოვნებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სკოლას სტუმრობდნენ, სადაც საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის ინიციატივით გამართულ პროექტს „გმირის დღე" დაესწრნენ.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ასევე დაბა შუახევის საჯარო სკოლას და ხიჭაურის საბავშვო ბაღს სტუმრობდნენ. დაათვალიერეს საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა, საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა და ადგილზე გაეცნენ დაწესებულებებში არსებულ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასა და მოსწავლეებისა და აღსაზრდელებისთვის შექმნილ პირობებს.

შუახევის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრებსა და ვიზიტებში მონაწილეობდნენ საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი წევრი ფრიდონ ფუტკარაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.