ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


შუახევის მერი ომარ ტაკიძე ფოლკლორულ ანსამბლ „ჭვანას" წევრებსა და ხელმძღვანელს შეხვდა

16 ივლისი 2026

შუახევის მერი ომარ ტაკიძე ფოლკლორულ ანსამბლ „ჭვანას" წევრებსა და ხელმძღვანელს შეხვდა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე ფოლკლორულ ანსამბლ „ჭვანას" წევრებსა და ხელმძღვანელს შეხვდა, რომლებიც რუმინეთში გამართულ 35-ე საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალ „გულები 2026"-ში მონაწილეობდნენ.

ფესტივალზე ანსამბლმა სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორულ კოლექტივებთან ერთად ღირსეულად წარადგინა ქართული მრავალხმიანობა და ქართული ტრადიციული კულტურა.

საერთაშორისო ფესტივალში წარმატებული მონაწილეობისთვის ანსამბლ „ჭვანას" სპეციალური დიპლომი და სიგელები გადაეცა.

შეხვედრაზე ომარ ტაკიძემ აღნიშნა, რომ მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციასა და ქართული კულტურის საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოჩენას.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, მერის მოადგილე გიორგი კეკელიძე, საკრებულოს წევრი სულიკო ბოლქვაძე, კულტურის ცენტრის დირექტორი მაია დავითაძე და დირექტორის მოადგილე ვახტანგ გოგრაჭაძე.