ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრი" აგრძელებს სამელიორაციო სისტემების მართვის პროგრამის განხორციელებას

17 ივლისი 2026

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრი" აგრძელებს სამელიორაციო სისტემების მართვის პროგრამის განხორციელებას

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრი" აგრძელებს სამელიორაციო სისტემების მართვის პროგრამის განხორციელებას.

შუახევის მუნიციპალიტეტში ბარათაული-ახალდაბის სარწყავი არხის მოვლა-შენახვის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

შესრულებული სამუშაოები აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა დენის სალუქვაძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერთან ომარ ტაკიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო არსებულ მდგომარეობას.

აღნიშნულ არხზე მოეწყო ფოლადის და გოფრირებული მილები. ბარათაული-ახალდაბის სარწყავი არხის საერთო სიგრძე 8.40 კილომეტრს შეადგენს. განახლებული სარწყავი სისტემით ისარგებლებს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლების ჭალის, ახალდაბისა და წყაროთის 123 ოჯახი, რაც ადგილობრივ ფერმერებს შესაძლებლობას მისცემს, უფრო ეფექტიანად აწარმოონ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა.

სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარება აგროსერვის ცენტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას, ფერმერთა მხარდაჭერასა და სასოფლო-სამეურნეო მიწების პროდუქტიულობის ზრდას.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები გიორგი ფანცხავა, არჩილ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე და აგროსერვის ცენტრის ხელმძღვანელი პირები.