ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


შუახევის მერი ომარ ტაკიძე, გომის მთაში იმყოფებოდა, სადაც საზაფხულო იალაღებზე სეზონურად მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

20 ივლისი 2026

შუახევის მერი ომარ ტაკიძე, გომის მთაში იმყოფებოდა, სადაც საზაფხულო იალაღებზე სეზონურად მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძესთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გომის მთაში იმყოფებოდა, სადაც საზაფხულო იალაღებზე სეზონურად მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა, მათი საჭიროებები მოისმინა და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.

მერმა მოსახლეობას მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ პროგრამებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. მოსახლეობასთან შეხვედრებისას გამოიკვეთა რიგი საკითხები, რომელთა ეტაპობრივი მოგვარებისთვის შესაბამისი ღონისძიებები დაიგეგმა.

გომის მთაში მოსახლეობას ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდება, მოწესრიგებულია საგზაო ინფრასტრუქტურა და მოქმედებს მგზავრთა უფასო მომსახურების პროგრამა, რომლითაც სარგებლობენ როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე ტურისტები.

მოიალაღეების ჯანმრთელობის დაცვისა და პრევენციის მიზნით, ამბულატორიის ექიმები, თემის სამედიცინო პუნქტის ექთნები და სამედიცინო ჯგუფები ადგილზე რეგულარულ ვიზიტებს ახორციელებენ.

მუნიციპალიტეტი მომავალშიც გააგრძელებს საზაფხულო იალაღებზე სეზონურად მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერასა და მათ საჭიროებებზე მორგებული ღონისძიებების განხორციელებას.