ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მემთეურთა ჯანმრთელობის კვლევა აქტიურად მიმდინარეობს

22 ივლისი 2026

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მემთეურთა ჯანმრთელობის კვლევა აქტიურად მიმდინარეობს

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მემთეურთა ჯანმრთელობის კვლევა აქტიურად მიმდინარეობს. მორიგი სამედიცინო აქცია გომის მთაზე გაიმართა, სადაც მოსახლეობას სხვადასხვა პროფილის ექიმის უფასო კონსულტაცია და დიაგნოსტიკური კვლევები ჩაუტარდა.

პროგრამის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნონა ეფაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

პროგრამის ფარგლებში მოსახლეობას ემსახურება მულტიდისციპლინური სამედიცინო გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს კონსულტაციებს, დიაგნოსტიკურ კვლევებს. ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტების მიწოდებას.

პროგრამა „აჭარის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობისა და მემთეურთა ავადობის კვლევა" უკვე მესამე წელია ხორციელდება. მიმდინარე წელს პროგრამის ფარგლებში მაღალმთიან აჭარაში დაგეგმილია 18 გასვლითი სამედიცინო ვიზიტი, რომელთა განხორციელებას ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო უზრუნველყოფს.