შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა, ომარ ტაკიძემ საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძესთან ერთად, მოქალაქეთა მიღება გამართა.
შეხვედრაზე გაეცნენ ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს და მათი გადაჭრის კონკრეტულ გზებზე ადგილზევე იმსჯელეს.
მერის ინიციატივით, მოქალაქეთა მიღება ყოველდღიურად იმართება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის საჭიროებების დროულ გამოვლენასა და პროცესის ეფექტიან მართვას.
