ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკის, ნოშრევან დავითაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

25 ივლისი 2026

საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკის, ნოშრევან დავითაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

შუახევის სპორტულ ცენტრში გაიმართა საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკის, ნოშრევან დავითაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.

ტურნირში აჭარის მუნიციპალიტეტებიდან 2010-2012 წლებში დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობდნენ, რომლებმაც სხვადასხვა წონით კატეგორიაში საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები მედლებით, სიგელებით, თასებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ტურნირს ესწრებოდნენ შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, აჭარის უმაღლეს საბჭოში შუახევის დელეგატი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე, ფედერაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე მოწვეული სტუმრები.

სპორტული ღონისძიება შუახევის მუნიციპალიტეტის მერიისა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით, აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიების მიზანი ქართული ჭიდაობის განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა, ახალგაზრდებში ეროვნული სპორტის მიმართ ინტერესის გაზრდა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.