ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, სამუშაო თათბირი გამართა

27 ივლისი 2026

შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, სამუშაო თათბირი გამართა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და სამსახურის უფროსებთან სამუშაო თათბირი გამართა.

შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს, მათ შორის მოისმინეს ინფორმაცია სოფლებში არსებული ვითარების შესახებ.

მთავარი ყურადღება დაეთმო მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განხორციელების პროცესს, ასევე კულტურის სფეროში დაგეგმილ ღონისძიებებს.

სამუშაო თათბირზე განიხილეს სახალხო დღესასწაულის „შუამთობის" საორგანიზაციო საკითხები და ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობა.

ომარ ტაკიძემ მუნიციპალიტეტის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და მიმდინარე საკითხებზე გაამახვილა ყურადღება და თანამშრომლებს შესაბამისი დავალებები მისცა.

შეხვედრას მერის მოადგილეები მირიან აბაშიძე და გიორგი კეკელიძე ესწრებოდნენ.