აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერთან ომარ ტაკიძესთან ერთად ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 69-79-ე კილომეტრზე 13.3-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი გზის სრულ განახლებას ითვალისწინებს და მისი დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება გადაადგილების უსაფრთხოება და კომფორტი როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე რეგიონის სტუმრებისთვის.
მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, გზების რეაბილიტაციის სამუშაოებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, რეგიონის საავტომობილო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზაზა შავაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ფრიდონ ფუტკარაძე და შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე გაეცნენ.