ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, სოფელ ბარათაულში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტს ადგილზე გაეცნო

28 ივლისი 2026

შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, სოფელ ბარათაულში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტს ადგილზე გაეცნო

შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ბარათაულში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტს ადგილზე გაეცნო.

აგვისტოს ომის გმირის, ამირან მამალაძის ხსოვნის უკვდავსაყოფად, სოფელ ბარათაულში, საფლავის მიმდებარე ტერიტორიაზე, კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა მისასვლელი გზა და საფეხმავლო ბილიკი, აშენდება ფანჩატური, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა, განთავსდება სახელობითი დეკორატიული აბრა, ასევე მოეწყობა ფერდსამაგრი კედელი და სველი წერტილი.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოეწყობა კეთილმოწყობილი სივრცე გმირის ხსოვნის უკვდავსაყოფად.