ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


გომის მთაზე სახალხო დღესასწაული „შუამთობა" საზეიმოდ აღინიშნა

06 აგვისტო 2026

გომის მთაზე სახალხო დღესასწაული „შუამთობა" საზეიმოდ აღინიშნა

გომის მთაზე სახალხო დღესასწაული „შუამთობა" საზეიმოდ აღინიშნა.

ღონისძიებას შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, შუახევის დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიება. მოეწყო საბავშვო აქტივობები, სპეციალური ინსტალაციები, ფოტოზონები და სადღესასწაულო დეკორაციები.

ღონისძიება კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობდნენ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები და ბენდი „იბერია".

საკონცერტო პროგრამის პარალელურად გაიმართა სპორტული შეჯიბრებები კოლტის ტყორცნაში, ფრენბურთში, ბაგირის გადაწევასა და მკლავჭიდში.

„შუამთობა" უძველესი სახალხო დღესასწაულია, რომლის ძირითადი გზავნილია ტრადიციების შენარჩუნება და მთის პოპულარიზაცია.