მთა ღომაზე ,,შუამთობის" კვირეულის ფარგლებში სახალხო დღესასწაული გაიმართა.
დღესასწაული ადგილობრივებსა და სტუმრებს შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ მიულოცა და მთის ტურიზმის განვითარებაზე ისაუბრა.
სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ფესვები", ფოლკლორული ანსამბლი „მარეთი", ბენდი ,,117" და მოწვეული მომღერალი თიკა ჯამბურია. ასევე გაიმართა სპორტული შეჯიბრებები და საბავშვო გასართობი აქტივობები.
ღონისძიებას, შუახევის დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, სასულიერო პირები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.