მთა შედრეკილში „შუამთობის" კვირეულის ფარგლებში სახალხო დღესასწაული გაიმართა.
„შუამთობის" დღესასწაული მოიალაღეებს შუახევის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე მირიან აბაშიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს.
დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლები „მარეთი" და „ჭვანა".
ასევე, „შუამთობის" ღონისძიებას სასადილოს მთაზე შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი კეკელიძე დაესწრო.
„შუამთობა" უძველესი სახალხო დღესასწაულია, რომლის მთავარი მიზანი ტრადიციების შენარჩუნება და მთის პოპულარიზაციაა.