ჩირუხში, სახალხო დღესასწაული ,,კუნტიჯვრობა" გაიმართა.
ადგილობრივ მოსახლეობას და სტუმრებს ,,კუნტიჯვრობა" შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, შუახევის დელეგატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძემ მიულოცეს.
ღონისძიების მონაწილეებმა ისაუბრეს კუნტიჯვარობის თქმულებასა და ისტორიაზე. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორმა, როინ მალაყმაძემ წაიკითხა ლექცია ,,აჭარა და ისტორიული ტაო-კლარჯეთი".
მოეწყო ეთნოგრაფიული ნიმუშების, ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. ასევე, რძის პროდუქტებისა და აჭარული, ტრადიციული კერძების დეგუსტაცია. კულტურულ ნაწილში მონაწილეობდა ფოლკლორული ანსამბლი ,,ნაი".
ღონისძიების ფარგლებში ხელმძღვანელ პირებმა ახალგაზრდებთან ერთად მარეთის ხეობაში არსებული ისტორიული ძეგლები და ღირსშესანიშნაობები მოინახულეს.
,,კუნტიჯვარობა" პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის ინიციატივით დაარსდა და დიდგორის ბრძოლაში საქართველოს გამარჯვების სიმბოლოდ, ყოველი წლის 12 აგვისტოს აღინიშნება.