შუახევის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე დაბა შუახევის საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას დაესწრო. მერმა მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
სასწავლო წელი სკოლებში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებითა და სახელმწიფო დროშის აღმართვით დაიწყო. სასწავლო პროცესისთვის შექმნილია შესაბამისი გარემო, მოწესრიგებულია ინფრასტრუქტურა და სკოლები უზრუნველყოფილია საჭირო საგანმანათლებლო რესურსებითა და ინვენტარით.
შუახევის მუნიციპალიტეტში 43 საჯარო და საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის კერძო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც ჯამში 1 067 მოსწავლე ირიცხება. მათ შორის 67 პირველკლასელია.
სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებსა და პედაგოგებს, ომარ ტაკიძესთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ფრიდონ ფუტკარაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძემ, რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ გოგრაჭაძემ და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს