შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, ზამლეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა და მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო.
მიმდინარეობს შიდა საუბნო გზებზე ბეტონის საფარის დაგება, ფერდსამაგრი კედლებისა და მოსაცდელების მშენებლობა, სასმელი წყლის მიყვანა და წყლის ავზების რეაბილიტაცია.
სოფელ ბუთურაულში, აგვისტოს ომის გმირის, იაგო მიქელაძის ხსოვნის უკვდავსაყოფად, საფლავის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდება გარე განათების სისტემა, განთავსდება სახელობითი დეკორატიული აბრა, აშენდება ფანჩატური.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ასევე გაეცნენ, მერის მოადგილე გიორგი კეკელიძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ფრიდონ ფუტკარაძე, ზამლეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა მიქელაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.