ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სხვადასხვა პროექტსა და კონკურსში გამარჯვებულ მასწავლებლებს შეხვდა

09 სექტემბერი 2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სხვადასხვა პროექტსა და კონკურსში გამარჯვებულ მასწავლებლებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად სხვადასხვა პროექტსა და კონკურსში გამარჯვებულ მასწავლებლებს შეხვდა.

პროგრამის „პროექტი ჩემს გაკვეთილზე" ფარგლებში გამარჯვებულ 50 მასწავლებელს ყოველთვიურად 500-ლარიანი სახელფასო დანამატი, ასევე, საგანმანათლებლო რესურსების შესაძენად 1000-ლარიანი ფინანსური მხარდაჭერა გადაეცემათ. განათლების სამინისტროს კიდევ ერთი პროექტის ფარგლებში 100 გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა, რომლებიც 2026-2027 სასწავლო წლის განმავლობაში ყოველთვიურად 250-ლარიან სახელფასო დანამატს მიიღებენ. უცხოეთში სტაჟირების კონკურსის 10 გამარჯვებული პედაგოგი კი პოლონეთში პროფესიული განვითარების პროგრამაში ჩაერთვება.

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ასეთი ღონისძიების ორგანიზება მასწავლებლის ღვაწლის დაფასების და მოტივაციის ამაღლების მკაფიო გზავნილია, რადგან განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და მოსწავლეებისთვის უკეთესი შესაძლებლობების შექმნაში მასწავლებლების როლი განსაკუთრებულია.

ღონისძიებას შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, ბათუმის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები და რესურსცენტრების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.