შუახევის მუნიციპალიტეტის მერის, ომარ ტაკიძის ხელმძღვანელობით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და განკარგვის მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე დღის წესრიგის შესაბამისად განიხილეს მუნიციპალიტეტის ქონების მოვლა-შენახვის, განკარგვისა და რეგისტრაციის, საიჯარო ხელშეკრულებების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტერიტორიების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრაციის საკითხები.
სხდომას მერის პირველი მოადგილე მირიან აბაშიძე და კომისიის წევრები ესწრებოდნენ.