ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და თანაშემწეებთან სამუშაო თათბირი გამართა

07 სექტემბერი 2026

შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და თანაშემწეებთან სამუშაო თათბირი გამართა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა, ომარ ტაკიძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და თანაშემწეებთან სამუშაო თათბირი გამართა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალური მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებსა და მოსახლეობის საჭიროებებზე. ასევე განიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. ისაუბრეს მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების, ადგილობრივ დონეზე არსებული პრობლემების დროული იდენტიფიცირებისა და შესაბამისი რეაგირების მნიშვნელობაზე.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განიხილეს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირების სტატუსთან დაკავშირებული საკითხები, კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციები და სტატუსის მინიჭების პროცედურები, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში ამ მიმართულებით არსებული პრაქტიკული საკითხები.

შეხვედრას ესწრებოდნენ შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები მირიან აბაშიძე, გიორგი კეკელიძე და მერიის თანამშრომლები.