ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, წყალსაყრის ადმინისტრაციული ერთეულში მიმდინარე და დასრულებული პროექტები დაათვალიერა

03 სექტემბერი 2026

შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, წყალსაყრის ადმინისტრაციული ერთეულში მიმდინარე და დასრულებული პროექტები დაათვალიერა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერი, ომარ ტაკიძე, წყალსაყრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჟანივრისა და ხაბელაშვილების მოსახლეობას შეხვდა და მიმდინარე და დასრულებული პროექტები დაათვალიერა.

შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ანზორ ბოლქვაძე, ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

დასრულდა სოფელ ჟანივრის სოფლის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა შიდა და გარე ფასადებს, მოეწყო დარბაზი სადაც შესაძლებელია მოსახლეობასთან შეხვედრებისა და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ჩატარება, ასევე შეძენილი იქნა საოფისე ავეჯი, მოეწყო ელექტროსისტემა და მიწისქვეშა კომუნიკაციები.

ჟანივრში ახალი მინი სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოედანი ლითონის კონსტრუქციით შემოიღობება, დაიგება მწვანე ხელოვნური საფარი, მოეწყობა მინი ფეხბურთის კარი, კალათბურთის ფარი და გარე განათება.

მიმდინარეობს სოფელ ხაბელაშვილების ცენტრის კეთილმოწყობა და ადმინისტრაციული შენობის სრული რეაბილიტაცია. რომლის ფარგლებში მოეწყობა ფერდსამაგრი კედელი, დაიგება ბეტონის საფარი, განთავსდება დეკორატიული სკამები, ლამპიონები, რეაბილიტირდება არსებული ფანჩატური, მოეწყობა წისქვილების სოფელთან მიმავალი ბილიკი და სანიაღვრე არხი.