ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


რამაზ სურმანიძის ჯილდო სტუდენტებისთვის

30 სექტემბერი 2026

რამაზ სურმანიძის ჯილდო სტუდენტებისთვის

შუახევის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს პროფესორ რამაზ სურმანიძის სახელობის ერთჯერად ფულადი ჯილდოს შესარჩევ კონკურსს, რომლის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული სტუდენტების წახალისება.

 

ფულად ჯილდოს მიიღებენ ის სტუდენტები, რომლებიც 2026 წლის ერთიანი ეროვნულ გამოცდების სავალდებულო საგანში (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა) და მესამე სავალდებულო არჩევით საგანში მიიღეს მაქსიმალურ ქულათა არანაკლებ 60 %. იმ შემთხვევაში თუ სტუდენტი სავალდებულო არჩევით საგანში აბარებს რამდენიმე საგანს, საკონკურსო ქულად გამოყენებული იქნება ის საგანი, რომელშიც აბიტურიენტმა შედარებით მაღალი ქულა აიღო.

 

ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგები დაითვლება სკალირებული ქულათა ჯამით. სტუდენტი განცხადების შეტანის მომენტისთვის არანაკლებ 1 წლის განმავლობაში რეგისტრირებული უნდა იყოს შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

სტიპენდიის მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) საბანკო რეკვიზიტები;
გ) ცნობა საჯარო სკოლიდან უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში სწავლისა და დამთავრების შესახებ;
დ) დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება ერთიან ეროვნულ გამოცდებში აპლიკანტის მიღებული შედეგები ( სკალირებული ქულები)

 

 ფულადი ჯილდო გაიცემა 6 (ექვს) საუკეთესო შედეგის მქონდე სტუდენტზე. ფულადი ჯოლდოს ოდენობა შეადგენს 1000 ლარს.

 

ჯილდოს მისაღებად პრეტენდენტმა საბუთები უნდა წარმოადგინონ 2026 წლის 30 სექტემბრიდან - 25 ოქტომბრის ჩათვლით, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, დაუკავშირდით: ამირან ხიმშიაშვილი,☎️ 577 20 39 64 See less