შუახევის მუნიციპალიტეტის მერია, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი და სოციალურად მოწყვლადი ოჯახების მხარდაჭერის მიზნით, საცხოვრებელი სახლების სახურავების შეძენის პროგრამას ახორციელებს.
პროგრამის ფარგლებში, 2026 წლის ბიუჯეტით 130 000 ლარია გათვალისწინებული. პროგრამით სარგებლობენ 0-დან 150 000 ქულის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები.
სპეციალური კომისიის მიერ, დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შერჩეული ბენეფიციარების დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე პროგრამით დაახლოებით 55 ოჯახმა ისარგებლა და საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების შესაცვლელად შესაბამისი რაოდენობის თუნუქის ფურცელი გადაეცა. პროგრამის ფარგლებში, ჯამში 80-ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს აღნიშნული მხარდაჭერით.
პროგრამის მიზანია სოციალურად მოწყვლადი და საჭიროების მქონე ოჯახებისთვის უსაფრთხო და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა, საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერა.