შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, ჭვანის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
სოფელ ხიჭაურში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოებში ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები და მოეწყო ფერდსამაგრი კედელი. დაგეგმილია სკვერის რეაბილიტაცია და დეკორატიული განათების მოწყობა.
აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ჭალის ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოები. აშენდა ახალი ადმინისტრაციული შენობა, რომელიც მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ სივრცედ გამოიყენება. კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია, მოეწყობა მცირე ამფითეატრი, საბავშვო ატრაქციონები და ტრენაჟორები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული შენობის შიდა და გარე ფასადების სამღებრო სამუშაოები და ეზოს კეთილმოწყობა.
სოფლების სხვადასხვა უბანში პარალელურად ხორციელდება შიდა საუბნო გზების ბეტონის საფარით მოწყობა, ფერდსამაგრი კედლებისა და ფანჩატურების მშენებლობა.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე ასევე გაეცნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.