ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


შუახევობა 2026

13 ოქტომბერი 2026

შუახევობა 2026

ანონსი

16 ოქტომბერს 14:00 საათზე სახალხო დღესასწაული „შუახევობა" გაიმართება!

ლოკაცია: შუახევის მერიის მიმდებარე ტერიტორია

ღონისძიების ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობები. წარმოდგენილი იქნება დეკორატიული კუთხეები, ტრადიციული სამზარეულო, სამუზეუმო ექსპონატები, ეთნოგრაფიული ნიმუშები და შუახევის ამსახველი ფოტოგამოფენა.

14:00 ღონისძიების ოფიციალური გახსნა - დარჩიძეების მუსიკალური ოჯახი

14:05 - 14:30 ღონისძიების ოფიციალური ნაწილი, სიტყვით გამოსვლები და საპატიო შუახეველების დაჯილდოება

14:30 - 16:00 ფოლკლორული და ვოკალური ანსამბლების კონცერტი

ფოლკლორული ანსამბლი ,, ჭვანა"- სიმღერა ,, შუახევზე"
ფოლკლორული ანსამბლი ,,შუახევი"- სიმღერა ,,მაი ლამაზი კაბა წინდა"
ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ფესვები" - ცეკვა ,,ფერხული"
ფოლკლორული ანსამბლი ,,მარეთი" - სიმღერა ,,ერთ მაღალ ადგილას"
ქალთა ფოლკლორული ანსამბლი ,,ნაი" სიმღერა - ,,წისქვილს პური დავაყარე"
ქორეოგრაფიული ანსამბლი „ზე-კართან" - ცეკვა „მთიულური"
ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ფუტკარი"- ცეკვა ,,ქალთა ხორუმი"
შუახევის ხელოვნებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სკოლის გუნდი ,,ათინათი", სალოტბარო სკოლა, ბენდი ,,117 ", ქორეოგრაფიული ანსამბლები: - ,,ოთოლთა" და ,,მერცხალი"
ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების ანსამბლი ,, გნოლი" - სიმღერა ,,რაჭული"

12:00 - 14:00 სპორტული ღონისძიებები
ქართული ჭიდაობა
მაგიდის ჩოგბურთი
ჭადრაკი
მკლავჭიდი
სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულთა დაჯილდოება

16:00 მოწვეული ბენდი ,,ურსა"
DJ ლუი ჯი

ღონისძიების დასასრულს - გრანდიოზული ფოიერვერკი!

ღონისძიების გზავნილია ტრადიციების შენარჩუნება, ფოლკლორის, ტურიზმისა და კულტურის განვითარება.