17 ოქტომბერს საქართველოში ვეტერანის დღე აღინიშნება.
თარიღთან დაკავშირებით, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდა, ვეტერანის დღე მიულოცა და სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე მერმა ვეტერანებს მუნიციპალიტეტში მოქმედი სერვისები გააცნო, რომლებითაც მათ და მათი ოჯახის წევრებს სარგებლობა შეუძლიათ. ომარ ტაკიძემ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი მომავალშიც გააგრძელებს ვეტერანების მხარდაჭერასა და მათ საჭიროებებზე ზრუნვას.
მერთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს მერის მოადგილეებმა მირიან აბაშიძემ და გიორგი კეკელიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ვეტერანებმა, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს შუახევის განყოფილების წარმომადგენლებმა.