ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია „ვეისთლესის" საინფორმაციო შეხვედრას.

20 ოქტომბერი 2026

შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია „ვეისთლესის" საინფორმაციო შეხვედრას.

შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია „ვეისთლესის" საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ფანცხავა, უმაღლესი საბჭოს წევრები და მუნიციპალიტეტების მერები.

შეხვედრაზე ნარჩენების მართვის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე, მიღწევებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე განიხილეს სპეციფიკური ნარჩენების მართვის არსებული პრაქტიკა, მათი შეგროვებისა და გადამუშავების პროცესები, ასევე გარემოსდაცვითი მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

ასოციაცია „ვეისთლესი" 2022 წლიდან ოთხი კატეგორიის სპეციფიკური ნარჩენის მართვის ავტორიზაციას ფლობს. ორგანიზაცია უზრუნველყოფს ნარჩენი ზეთების, გამოყენებული საბურავების, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების, აგრეთვე ბატარეებისა და აკუმულატორების შეგროვებასა და სათანადო მართვას.