ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ STEM ბანაკის მონაწილეები დააჯილდოვა

13 ნოემბერი 2026

შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ STEM ბანაკის მონაწილეები დააჯილდოვა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ STEM ბანაკის მონაწილეები დააჯილდოვა.

სამდღიან ბანაკში შუახევის მუნიციპალიტეტის 18 მოსწავლე მონაწილეობდა. პროგრამა მოიცავდა ინოვაციური მეწარმეობის, იდეების შემუშავებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების პრაქტიკული გამოყენების საკითხებს.

ბანაკის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ სტარტაპის შექმნის ძირითად პრინციპებს, პრობლემების გადაჭრის გზებსა და პროტოტიპების დამზადების პროცესს. პრაქტიკული სესიების დროს მათ შეისწავლეს Arduino-სა და მიკროელექტრონიკის საფუძვლები, მიღებული ცოდნა საკუთარი იდეების განსახორციელებლად გამოიყენეს და შესაბამისი ბიზნესიდეები წარმოადგინეს.

პროგრამამ ხელი შეუწყო ახალგაზრდებში შემოქმედებითი აზროვნების, გუნდური მუშაობისა და ტექნოლოგიური უნარების განვითარებას, ასევე ინოვაციური იდეების პრაქტიკაში განხორციელების შესაძლებლობების გამოვლენას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევი ჰესის დირექტორი აბიჯიდ ბაგატი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ბათუმის ტექნოპარკის მენეჯერი ქეთევან ბულისკერია, შუახევის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას" წარმომადგენლები.

პროექტი შუახევის მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას" ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.