ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


„ვარდისფერ ოქტომბერი"

22 ოქტომბერი 2026

შუახევის მუნიციპალიტეტი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო კამპანიას - „ვარდისფერ ოქტომბერს" შეუერთდა.

კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანს ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენისა და დროული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება წარმოადგენდა.

ღონისძიება, შუახევის საკრებულოს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარე ფატი ჭაღალიძემ გახსნა. მოწვეული სტუმრის სტატუსით შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე, რომელმაც ,, ვარდისფერი ოქტომბერის" მნიშვნელობასა და რეგიონის მაღალმთიანეთში მცხოვრები ქალბატონების მხარდაჭერასა და პრევენციული ღონისძიებების გააქტიურების აუცილებლობაზე ისაუბრა.

ექიმ-მამოლოგმა რუსლან ბოლქვაძემ მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია დაავადების ადრეული დიაგნოსტიკისა და რეგულარული სამედიცინო შემოწმების აუცილებლობის შესახებ. ყურადღება გაამახვილა დაავადების დროული გამოვლენის მნიშვნელობაზე, რაც მკურნალობის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

შეხვედრას შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლეს საბჭოს წევრები ფრიდონ ფუტკარაძე და ფატი ხალვაში, ბათუმის საკრებულოს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს თავმჯდომარე ნატალია ზოიძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი რუსუდან შავიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კამპანია შუახევის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.