შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და მერიის ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ორგანიზებით, ტაო-კლარჯეთში ახალგაზრდებისთვის შემეცნებითი ტური მოეწყო.
სამი დღის განმავლობაში ახალგაზრდებმა საქართველოს ისტორიული მხარე ტაო-კლარჯეთი მოინახულეს, გაეცნენ მის მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას და დაათვალიერეს ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლები.
ტურის მიზანს ახალგაზრდებში ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ისტორიული ადგილებისა და კულტურული ძეგლების გაცნობა-პოპულარიზაცია წარმოადგენდა