შუახევის მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზების ჩარჩო-დოკუმენტი

შუახევის მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზების ჩარჩო დოკუმენტის შესამუშავებლად სამუშაო ჯგუფის შექმნის და მისი შემადგენლობის განსაზღვრის თაობაზე

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (შემდგომში - გაერო) გენერალურმა ასამბლეამ 2015 წლის 25 სექტემბერს მიიღო A/RES/70/1 რეზოლუცია - „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის", რომლის განუყოფელი ნაწილია მდგრადი განვითარების 17 მიზანი და 169 ამოცანა". მდგრადი განვითარების მიზნები მსოფლიოს გარშემო აერთიანებს ქვეყნების ხელისუფლებებსა და მოსახლეობას შემდეგი ღირსეული ამოცანების შესასრულებლად: სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრა, ჯანდაცვისა და განათლების სისტემის გაუმჯობესება, თანასწორობის ხელშეწყობა, ქალაქების მდგრადობა, კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლა, ოკეანეებისა და ტყეების დაცვა, ყველა დონეზე ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა. გაეროს გენერალური ასამბლეის A/RES/70/1 რეზოლუციით მიღებული 2030 წლის დღის წესრიგის შესრულებაში თანაბრად მნიშვნელოვანია ხელისუფლების ყველა დონის ჩართულობა. მდგრადი განვითარების ზოგიერთი მიზნის მიღწევა და რიგი ამოცანების შესრულება კი ექსკლუზიურად მუნიციპალიტეტის კომპეტენციას განეკუთვნება. შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელოვანია შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ აქტიური ნაბიჯები გადაიდგას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზებისათვის (გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ადგილობრივ დონეზე დანერგვისათვის). საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა" და „ე" ქვეპუნქტების, ასევე, 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა" ქვეპუნქტის შესაბამისად ბრძანება;  

1. შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შუახევის მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალური დოკუმენტის შესამუშავებლად შემდეგი შემადგენლობით:

1.1. დავით დავითაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ჯგუფის ხელმძღვანელი;

1.2. გიორგი მიქელაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, ჯგუფის წევრი;

1.3. გურამ ბერიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, ჯგუფის წევრი;

1.4. როინ ნატარიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ეკონომიკური დაგეგმარების განყოფილების უფროსი, ჯგუფის წევრი;

1.5. თამილა ფუტკარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის საკითხებში, ჯგუფის წევრი;

1.6. პაატა ქათამაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, ჯგუფის წევრი;

1.7. მალხაზ უსტიაშვილი, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სახაზინო განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, ჯგუფის წევრი;

1.8. ნათელა გოგიტიძე, ა(ა)იპ ,,შუახევის ბაგა-ბაღების გაერთიანების" დირექტორი, ჯგუფის წევრი; 2. ეთხოვოს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს გამოყონ წარმომადგენელი (წარმომადგენლები) ამ ბრძანებით შექმნილ სამუშო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად,

3. შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის განყოფილებამ უზრუნველყოს ბრძანების გაცნობა პირველ პუნქტში მითითებული პირებისათვის, ასევე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს აპარატისათვის შესაბამისი წერილობითი თხოვნის გაგზავნა.

4. შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობების განყოფილებამ უზრუნველყოს ბრძანების საჯაროდ გამოქვეყნება შუახევის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირებისათვის.

5. შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობების განყოფილებამ უზრუნველყოს შუახევის დაინტერესებული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობის უზრუნველყოფა „შუახევის მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალური დოკუმენტის" საბოლოო ვარიანტის შემუშავებაში,

6. შუახევის მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალური დოკუმენტის შესამუშავებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელოს შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით დავითაძემ.

7. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში, მისამართზე: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზ. 358.

8. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.