მუნიციპალიტეტის სიმბოლიკები

 

 

შუახევის მუნიციპალიტეტის გერბი — შუახევის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2013 წლის 28 თებერვალს №1 დადგენილებით.[1]


გერბის ფარის ზურმუხტოვან ველს სამ ნაწილად ყოფს ვერცხლის ქობაშემოვლებული ლაჟვარდის ორთითასებრი ჰერალდიკური ჯვარი, რომელზეც მოთავსებულია მცირე ფარი — მეწამულ ველზე ოქროს სამკოშკიანი ციხე-სიმაგრე. შუა კოშკი ოდნავ მაღალია, ციხე-სიმაგრის ქვევით გამოსახულია ოქროს ხიდი.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ზურმუხტოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი — „შუახევი