შუახევში, სოციალური კამპანიის ფარგლებში სხვადსხვა საჭიროებების მქონე ოჯახების დასახმარებლად სოციალური აქციები გრძელდება. კამპანიის ფარგლებში დღეს, შუახევის მერის მოადგილე რუსუდან შავაძემ, სოფელ ნენიაში იმყოფებოდა. რამაზ მიქელაძის სოციალურად დაუცველი ოჯახი მოინახულა და მათი მდგომარეობით დაინტერესდა.
„დღეს მიქელაძეების ოჯახი მოვინახულე და მათ საჭიროებებს გავეცანი. ოჯახის სამი წევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით მიქელაძეებს პირველადი მოხმარების პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები მივუტანე, მომავალში მხარდაჭერას დავპირდი“- აღნიშნა რუსუდან შავაძემ.