გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
საბანკო მომსახურეობაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ
შუახევის მუნიციპალიტეტი აცხადებს კონკურსს შუახევის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯებისათვის (სახელფასო პროგრამის გარეშე) მომსახურე კომერციული ბანკის შესარჩევად.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
1. არ უნდა ხორციელდებოდეს პრეტენდენტის ლიკვიდაცია და არ უნდა მიმდინარეობდეს გაკოტრების ან სანაციის საქმე;
2. პრეტენდენტის ქონებაზე არ უნდა იყოს დადებული ყადაღა;
3. პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს შუახევის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო გადარიცხვების ელექტრონული სიტემის გამართვა, შემდგომი მომსახურება;
4. კონკურსში მონაწილე პრეტენდენტმა საკონკურსო წინადაებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
4.1. განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ რეკვიზიტების მითითებით;
4.2. ცნობა შესაბამისი საგადასახადო და სასამართლო ორგანოებიდან ადგილმდებარეობის მიხედვით, რომ არ ხორციელდება მისი ლიკვიდაცია და არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმე;
4.3. ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ მის ქონებას არ ადევს ყადაღა;
4.4. ელექტრონული ფოსტის მისამართი.
4.5. ხელშეკრულების პროექტი როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ვერსია.
5. კონკურსში მონაწილე ბანკის საკონკურსო წინადადება უნდა მოიცავდეს (სასურველია არ შემოიფარგლებოდეს) ინფორმაციას შემდეგი საკითხების შესახებ:
5.1. მომსახურების ტარიფები;
5.2. ანგარიშზე დარიცხული სარგებელი არანაკლებ 9%-ისა;
პრეტენდენტის წინადადება აუცილებლად უნდა მოიცავდეს ამ წესის 5.1 და 5.2 პუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას.
სასურველია პრეტენდენტმა მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ წინადადებას თან დაურთოს სახელფასო პროგრამის პირობები.
კონკურსში მონაწილე კომერციული ბანკის საკონკურსო წინადადება და თანდართული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნას მხოლოდ ქართულ ენაზე, ერთი დახურული კონვერტით 2022 წლის 15 დეკემბრის 15:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: შუახევი, დაბა შუახევი, თამარ მეფის ქუჩა #22, შუახევის მუნიციპალიტეტის მერია, საკონკურსო კომისიის მდივანი.
საკონკურსო წინადადებები გაიხსნება 2022 წლის 15 დეკემბრის 15:00 საათზე ზემოთ დასახელებულ მისამართზე.
საკონკურსო კომისია წარმოდგენილ წინადადებებს შეაფასებს და გამარჯვებულს გამოავლენს 2022 წლის 20 დეკემბრამდე.
გამარჯვებულ პრეტენდენტს კომისიის გადაწყვეტილება ეცნობება მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტით ან წერილობით.
გამარჯვებულ კონკურსანტთან მერია ღებულობს მხოლოდ ბიუჯეტის მომსახურებაზე ხელშეკრულების დადების ვალდებულებას. სახელფასო პროგრამაზე ინფორმაციის წარმოდგენა არ გულისხმობს ავტომატურად სახელფასო პროგრამის მომსახურებაზე ხელშეკრულების დადების ვალდებულების წარმოშობას.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიეთ დაგვიკავშირდეთ:
კომისიის თავმჯდომარე - მირიან აბაშიძე. მობ.: 599852124
კომისიის მდივანი - ჯიმშერ აბაშიძე. ტელ.: 0424 260039; მობ.: 599442509