სიახლეები

,,მონაწილეობითი ბიუჯეტის" კენჭისყრის შედეგები

 

   დაბა შუახევის ,,მონაწილეობითი ბიუჯეტის" პროგრამის ფარგლებში იდეების კენჭისყრა დასრულდა.

   კენჭისყრის შედეგად, გამარჯვებული პროექტი - "შუახევში მუსიკალური ბენდის ჩამოყალიბება" გახდა.

   კენჭისყრაში, სულ 244 ამომრჩეველი ღებულობდა მონაწილეობას.

   პროექტი შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსდება, რისთვისაც 60 000 ლარია გამოყოფილი.

 პროგრამა ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, პროგრამის - „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის" - ფარგლებში. პროგრამის საინფორმაციო მხარდამჭერია - „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი" (IJH).

#GIZ

#შუახევისმუნიციპალიტეტისმერია

#თავისუფალჟურნალისტთასახლი

 

კენჭისყრის ოქმი

საბჭოს ოქმი

იდეები

  მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში, სულ 10 იდეა დარეგისტრირდა. მათ შორის 2 ანალოგიური პროექტი იყო, რის გამოც, ავტორებმა, იდეა ერთ პროექტად აქციეს. ჯამში, დაბა შუახევის მოქალაქეები 3 იდეიდან სასურველს აირჩევენ.

იხილეთ პროექტები: 1  2-2  3

 

მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს სხდომა გაიმართა

  2022 წლის 23 ივნისს, მერის სათათბირო ორგანოს - მონაწილეობითი ბიუჯეტირების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას, საბჭოს წევრები ესწრებოდნენ, რომელსაც შუახევის სამოქალაქო ბიუჯეტირების საბჭოს თავმჯდომარე და შუახევის მერის პირველი მოადგილე - მირიან აბაშიძე უძღვებოდა.

 

იხილეთ ოქმი

 

 

 

 

 

                                                                                                 

იდეების გადარჩევა


  2022 წლის 23 ივნისს, მერის სათათბირო ორგანოს - მონაწილეობითი ბიუჯეტირების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას, საბჭოს წევრები ესწრებოდნენ, რომელსაც შუახევის სამოქალაქო ბიუჯეტირების საბჭოს თავმჯდომარე და შუახევის მერის პირველი მოადგილე - მირიან აბაშიძე უძღვებოდა.

  სხდომაზე, საბჭოს წევრებმა, დაბა შუახევის ,,მონაწილეობითი ბიუჯეტირების" პროგრამის ფარგლებში შემოსული იდეები განიხილეს.

 საპილოტე პროგრამის ფარგლებში, შუახევის მუნიციპალიტეტის მოქალაქეებმა, ჯამში 10 იდეა დაარეგისტრირეს, მათგან 6 პროექტი კენჭისყრის ეტაპზე ვერ გადავიდა.წარმოდგენილი იდეები განეკუთვნებოდა თვითმმართველობის კომპეტენციას, თუმცა უარის თქმის საფუძვლებს წარმოადგენდა ის, რომ ზოგი პროექტის განხორციელების ადგილი არ მოიცავდა დაბის ტერიტორიას, ან მიწის ფართობი, სადაც უნდა განხორცილებულიყო პროექტი, კერძო საკუთრებას წარმოადგენდა და იდეის ავტორს, მესაკუთრის ნებართვა არ წარმოუდგენია, ზოგ შემთხვევაში კი წარმოდგენილი პროექტი უშუალოდ დაბა შუახევისთვის არ იყო განკუთვნილი.ხოლო, ორ იდენტურ პროექტზე რეკომენდაცია გაიცა, ავტორებთან შეთანხმებით, კენჭისყრაზე წარსადგენ ბიულეტენში იდეები გაერთიანდება.

  კენჭისყრაზე გადასული იდეების შესახებ დეტალური ინფორმაცია, ჩვენს გვერდზე უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.

 პროგრამა ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, პროგრამის - „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის" ფარგლებში. პროგრამის საინფორმაციო მხარდამჭერია - „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი!

#ჩაერთეპროცესში!

#GIZ#

შუახევისმუნიციპალიტეტისმერია

#თავისუფალჟურნალისტთასახლი

   

 

კარდაკარ კამპანია


    დღეს, კარდაკარ კამპანიის ფარგლებში, დაბა შუახევში მცხოვრებ მოსახლეობას, პროგრამის კონსულტანტებმა, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის შესახებ და საინფორმაციო ფლაერები და განაცხადის ფორმები გადასცეს.

  კარდაკარ კამპანიაში ჩართული იყვნენ შუახევის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე - მირიან აბაშიძე, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის თავმჯდომარე - ასლან ჭანიძე, მონაწილეობითი ბიუჯეტირების საბჭოს წევრები და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის მოხალისეები.

  პროგრამა ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, პროგრამის - „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის" ფარგლებში. პროგრამის საინფორმაციო მხარდამჭერია - „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი".

 

#აქციეიდეარეალობად!

#GIZ

#შუახევისმუნიციპალიტეტისმერია

#თავისუფალჟურნალისტთასახლი





სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის საინფორმაციო შეხვედრა

  დღეს, 27 მაისს, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, დაბა შუახევში მცხოვრებ ახალგაზრდებთან, ქალებთან და პედაგოგებთან, საჯარო შეხვედრა გაიმართა.

    შუახევის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილე - მირიან აბაშიძემ და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის თავმჯდომარე - ასლან ჭანიძემ, შეხვედრის მონაწილეებს პროგრამის მიზანი და იდეის წარდგენის წესი გააცნეს. დეტალური ინფომაცია მიაწოდეს, თუ რა სახის საპროექტო იდეების წარდგენის შესაძლებლობა ეძლევათ, რა გზით გამოვლინდება გამარჯვებული იდეები და რა მექამიზმები არსებობს პროექტის განხორციელების მონიტორინგის კუთხით.

    "მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის საშუალებით, დაბაში მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობა გეძლევათ, თქვენს საჭიროებებზე მორგებული იდეა წარადგინოთ და დიდი ხნის ოცნება რეალობად აქციოთ. პროგრამაში, თითოეული დაბელის ჩართვა მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლოა ერთი ხმაც კი გადამწყვეტი აღმოჩნდეს სასურველი პროექტის განსახორციელებლად" - განაცხადა მირიან აბაშიძემ.

  პროგრამა ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, პროგრამის - „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის" ფარგლებში. პროგრამის საინფორმაციო მხარდამჭერია - „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი".

 

#აქციეიდეარეალობად!

#GIZ

#შუახევისმუნიციპალიტეტისმერია

#თავისუფალჟურნალისტთასახლი