პროექტის შესახებ

 

მონაწილეობითი ბიუჯეტი ხელს უწყობს პირდაპირი დემოკრატიის პროცესს, რომლის საშუალებითაც ხალხი თავად აწარმოებს დიალოგს და იღებს გადაწყვეტილებას ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში. იწვევს ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ზრდას მოსახლეობის წინაშე და უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების თანაბარ, სამართლიან გადანაწილებას.


აქციე იდეა რეალობად!

მონაწილეობითი ბიუჯეტი მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს თავად გადაწყვიტონ რა პროექტი განხორციელდეს.

პროგრამის ფარგლებში თქვენ შეგიძლიათ წარადგინოთ საპროექტო იდეა და კენჭისყრის გზით გადაწყვიტოთ, თუ რომელი საპროექტო იდეა განხორციელდეს.

საპროექტო იდეის წარდგენა შეუძლიათ:

შუახევის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ნებისმიერ მოქალაქეს 14 წლის ზემოთ, ან მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს. თუმცა იდეის განხორციელება აუცილებლად უნდა მოიცავდეს მხოლოდ დაბა შუახევის, ან ხიჭაურის (ცენტრის) ტერიტორიას.

(განაცხადის ფორმა)


როგორ დაარეგისტრიროთ საპროექტო იდეა?

შედგენილი განაცხადის ფორმის საშუალებით, საპროექტო იდეის რეგისტრაცია შესაძლებელია:


შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში;

რწმუნებულის ოფისში;

ელექტრონულ ფოსტაზე: shuakhevibudget@gmail.com;

ოფიციალურ ვებგვერდზე: www.shuakhevi.gov.ge;

Facebook-ის გვერდზე: უფლება შესაძლებლობაა;

 

 

 

მთლიანი პროცესის შესახებ დაინტერესებულ პირებს კონსულტაციებს გაუწევს მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს წევრები:

1. ამირან ხიმშიაშვილი -  მობ: 577203964

2. მარიკა დავითაძე - მობ: 577467056


საპროექტო იდეების წარდგენა შესაძლებელია 2025 წლის 30 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით!

გაითვალისწინეთ, რომ:

1. თითოეული საპროექტო იდეის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს დაბა შუახევში - 80 000  ლარს, ხოლო ხიჭაურში - 50 000 ლარს.

2. საპროექტო იდეა უნდა შედიოდეს ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში.

3. პროექტის იდეა მიზნად უნდა ისახავდეს საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას.

4. პროექტის იდეა არ უნდა იყოს ორიენტირებული ერთი პირის, ან ბიზნეს ინტერესებზე.

მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭო მოახდენს საპროექტო იდეების ტექნიკურ შერჩევას (სამართლებრივი და ფინანსური შეფასება), რის შემდეგ პროექტის ავტორებს ეცნობებათ გადაწყვეტილება.


მეორე ეტაპზე გადასვლის შემთხვევაში: იდეის ავტორს ექნება შესაძლებლობა აწარმოოს აქტიური საინფორმაციო კამპანია მხარდამჭერების მოზიდვის მიზნით.

უნდა გაითვალისწინოთ,რომ:

1. თქვენ წარადგენთ მხოლოდ საპროექტო იდეას და არა პროექტს;

2. თქვენ არ გევალებათ ზუსტი პროექტის შედგენა და დეტალური ხარჯთაღრიცხვის წარდგენა;

3. საპროექტო იდეის წარდგენის შემდეგ, მისი დაზუსტების მიზნით, შეგიძლიათ გაიაროთ კონსულტაცია მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს წევრებთან


საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მოსახლეობა!

გამარჯვებული საპროექტო იდეა კენჭისყრის მეშვეობით გამოვლინდება:

  • ხმის მიცემის უფლება აქვთ მხოლოდ დაბა შუახევსა და ხიჭაურში რეგისტირირებულ  საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეებს, რომლებმაც ხმა უნდა მისცენ მხოლოდ ერთ საპროექტო იდეას.

  • იდეების შესარჩევი კენჭისყრა გაიმართება საარჩევნო უბნებში. საარჩევნო თარიღი მოსახლეობას წინასწარ ეცნობება.
  • იდეის გამარჯვების შემთხვევაში, შეგეძლებათ სრულად გააკონტროლოთ პროექტის განხორციელების პროცესი!


 

 

 

გამარჯვებული იდეა განხორციელდება 2025 წელს!


ჩაერთე პროცესში! წარადგინე იდეა! გაიმარჯვე და შეცვალე გარემო!

აქციე იდეა რეალობად!

 

 

 

 

 

 

 

 

 










 

 

პროგრამის დასახელება: მონაწილეობითი ბიუჯეტი

კოდი: 01 02 04

ბიუჯეტი: 60 000 (სამოციათასი) ლარი

პროგრამის განმახორციელებელი: შუახევი მუნიციპალიტეტის მერია

პროგრამის აღწერა: 2022 წელს, შუახევი მუნიციპალიტეტის მერია მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამას საპილოტედ დაბა შუახევში  ახორციელებს.

პროგრამა  ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, პროგრამის - „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში.

 პროგრამის საინფორმაციო მხარდამჭერია - „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.

 

პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი:

მიზანი: მონაწილეობითი ბიუჯეტი (თანამონაწილეობითი ბიუჯეტირება), ხელს უწყობს პირდაპირი დემოკრატიის პროცესს, რომლის საშუალებითაც ხალხი თავად აწარმოებს დიალოგს და იღებს გადაწყვეტილებას ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში.  იწვევს ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ზრდას მოსახლეობის წინაშე და უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების თანაბარ, სამართლიან გადანაწილებას.

 

შედეგი: თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მზარდი მოქალაქეთა ჩართულობა.

 

აქციე იდეა რეალობად!

 

მონაწილეობითი ბიუჯეტი მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, თავად გადაწყვიტონ რა პროექტი განხორციელდეს დაბაში.

 პროგრამის ფარგლებში თქვენ შეგიძლიათ:

წარადგინოთ საპროექტო იდეა და კენჭისყრის გზით გადაწყვიტოთ, თუ რომელი საპროექტო იდეა გამოვლინდეს გამარჯვებულად.


საპროექტო იდეის წარდგენა შეგიძლიათ:

შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ ნებისმიერ მოქალაქეს 14 წლის ზემოთ, ან მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს (განაცხადის ფორმა)

 

როგორ დაარეგისტრიროთ საპროექტო იდეა?

შედგენილი განაცხადის ფორმის საშუალებით, საპროექტო იდეის რეგისტრაცია შესაძლებელია:

·         შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში;

·         რწმუნებულის ოფისში;

·         ელექტრონულ ფოსტაზე: shuakhevibudget@gmail.com;

·         ოფიციალურ ვებგვერდზე: www.shuakhevi.gov.ge;

·         Facebook-ის გვერდზე: უფლება შესაძლებლობაა;

 

მთლიანი პროცესის შესახებ დაინტერესებულ პირებს კონსულტაციებს გაუწევს მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს წევრები:

1. ჯიმშერ აბაშიძე -  მობ: 591442509

2. თამარ ხიმშიაშვილი - მობ:  577202226

3. რამინ ფუტკარაძე - მობ: 577768444

 

საპროექტო იდეების მიღება მოხდება 2021 წლის 3 ივნისიდან  - 21 ივნისის ჩათვლით!

 

გაითვალისწინეთ, რომ:

1.            თითოეული საპროექტო იდეის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 60 000 (სამოციათასი) ლარს.

2.            საპროექტო იდეა უნდა შედიოდეს ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში.

3.            პროექტის იდეა მიზნად უნდა ისახავდეს საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას.

4.            პროექტის იდეა არ უნდა იყოს ორიენტირებული ერთი პირის, ან  ბიზნეს ინტერესებზე.

საპროექტო იდეების ტექნიკურ შერჩევას უზრუნველყოფს მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭო (სამართლებრივი/ფინანსური შეფასება), რის შემდეგ გადაწყვეტილება ეცნობებათ იდეის ავტორებს.

 

მეორე ეტაპზე გადასვლის შემთხვევაში: იდეის ავტორს შესაძლებლობა ექნება, მხარდამჭერების მოზიდვის მიზნით, აწარმოოს აქტიური საინფორმაციო კამპანია.

უნდა გაითვალისწინოთ, რომ:

1. თქვენ წარადგენთ მხოლოდ საპროექტო იდეას და არა პროექტს;

2. თქვენ არ გევალებათ ზუსტი პროექტის შედგენა და დეტალური ხარჯთაღრიცხვის წარდგენა;

3.  საპროექტო იდეის წარდგენის შემდეგ, მისი დაზუსტების მიზნით, შეგიძლიათ გაიაროთ კონსულტაცია მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს წევრებთან.

 

საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მოსახლეობა!

 

გამარჯვებული საპროექტო იდეა კენჭისყრის მეშვეობით გამოვლინდება:

·     ხმის მიცემის პროცესში, დაბაში რეგისტირირებულ  საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეებს შეეძლებათ ხმა მისცენ მხოლოდ ერთ საპროექტო იდეას.

·         იდეების შესარჩევი კენჭისყრა გაიმართება საარჩევნო უბნებში. საარჩევნო თარიღები მოსახლეობას ეცნობება წინასწარ.

·         იდეის გამარჯვების შემთხვევაში, შეგეძლებათ სრულად გააკონტროლოთ პროექტის განხორციელების პროცესი!

 

გამარჯვებული იდეა განხორციელდება 2022 წელს.

 

ჩაერთე პროცესში! წარადგინე იდეა! გაიმარჯვე და შეცვალე გარემო!

აქციე იდეა რეალობად!

 

 

„პროგრამა ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების - GIZ-ის პროგრამის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ - ფარგლებში.

პროგრამის საინფორმაციო მხარდამჭერია „თავისუფალ ჟურნლისტთა სახლი“.