შუახევის მუნიციპალიტეტის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შუახევის მუნიციპალიტეტი თვითმმართველი ერთეული საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში. შეიქმნა 1952 წელს ხულოს რაიონიდან გამოყოფილი ტერიტორიის ხარჯზე, 1963-1964 წწ. ისევ ხულოს რაიონის შემადგენლობაში იყო. 1965 წლიდან დამოუკიდებელი რაიონია. ამჟამად მუნიციპალიტეტი. 

 

 

გეოგრაფია

 

 

რელიეფი

 

 

შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დიდი ნაწილი საშუალო სიმაღლის მთებს უჭირავს. მდინარე აჭარისწყლის გასწვრივ გადის 500 მ სიმაღლის იზოჰიფსი.

 

სამხრეთ ნახევარი უჭირავს შავშეთის ქედსა და მის ჩრდილოეთ განტოტებებს, ჩრდილოეთ ნახევარი - აჭარა-გურიის სამხრეთ მხარეებს.

 

მაღალი მთებია: ხევა (2812 მ) შავშეთის ქედზე,  თაგინური ( 2662 მ) მესხეთის ქედზე. რელიეფი დანაწევრებულია მდინარე აჭარისწყლისა და მისი შენაკადების ეროზიული ხეობებით.

 

ფერდობზე სხვადასხვა ასაკის ტერასების ფრაგმენტებია. აგებულია შუა უცნაური ანდეზიტებითა და ჰიდროკლასტოლითებით, ვულკანოგენური ფაციესის, შრეებრივი ტუფ-ბრექჩიებით, ტუფ-ქვიშაქვებითა და არგილიტებით. არის შუა და ზედაეოცენური, სიენიტ-დიორიტები.

 

შუახევის მუნიციპალიტეტი მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით, როგორიცაა გოგირდის, კოილჩედანის, ალუნიტის, გაბროს, სანალიის, ანდეზით-ტაციტისა და ბრილის სააგურე თიხის საბადოებით.

 

 

შიგა წყლები

 

 

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე აჭარისწყლის შუა მონაკვეთი, მას მარჯვნივ ერთვის ჭვანისწყალი ( სიგრძე 27 კმ), მარცხნიდან ჩირუხისწყალი (სიგრძე 32 კმ). ყველა მდინარე მიეკუთვნება აჭარისწყლის აუზს. მდინარე აჭარისწყალი მუნიციპალიტეტის ფარგლებში გაედინება 17 კმ-ის მანძილზე. მდინარეები შერეული საზრდოობისაა. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა - ზამთარში. მუნიციპალიტეტში ბევრია წყაროს გამოსავალი. მდინარეთა ჰიდროპოტენციური მარაგი მაღალია.

 

მდინარე სანალიაზე აშენებულია 3000 კვტ. სიმძლავრე მცირე ჰესი.

 

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსერბული მცირე ტბებიდან აღსანიშნავია შავი ტბა (ფართობი 750 კვმ, სიღრმე 10 მ).

 

უხვადაა მინერალური წყლები: შუახევის, შამბალეთის, ლამაზმარეს, ბათალვაკის, გუნდის, ბოგილის, ტყემალთის, უჩამბის და სხვა.

 

სოფელ ტომაშეთის მიდამოებში ცნობილია გოგირდწყალბადიანი თერმული წყლები, რომელთა ტემპერატურა 30 °C–ს აღწევს.

 

 ჰავა

 

 

შუახევის მუნიციპალიტეტი აჭარაში გამოირჩევა შედარებით ნაკლები სინესტით, ხეობის გასწვრივ არის ხმელთაშუაზღვის ტიპის სუბტროპიკული ჰავა, იცის ცხელი და მშრალი ზაფხული, შედარებით თბილი ზამთარი. საშუალო წლიური ტემპერატურა 11,4 °C, იანვარში 1,3 °C, აგვისტოში 19,9 °C; აბსოლუტურ მინიმუმი - 12 °C. ნალექები 1200-1500მმ მოდის წელიწადში. ნალექების მაქსიმუმი შემოდგომაზეა, მინიმუმი - გაზაფხულზე. წლის ცივ პერიოდში ნალექები თოვლის სახით მოდის. თოვლის სისქე 2-3 აღწევს. ყველაზე მაღალი ადგილი ნოტიო ჰავაა, ზამტარი ცივია, ზაფხული მოკლე და გრილი.

 

 

ნიადაგები

 

 

შუახევის მუნიციპალიტეტში წარმოდგენილია ტყის მუქი ყომრალი, ღია ყომრალი, ფსევდოეწერი, მთა-ტყის ტიპის ნიადაგები. მაღალმთიან ზონაში მთის მდელოს ნიადაგებია. ბევრგან ნიადაგი სრულიად ჩამორეცხილია.

 

 

ლანდშაფტები

 

 

შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოიყოფა ლანდშაფტის შემდეგი სახეები:

 

      დაბალი მთა-ხეობათა ზონა ხმელთაშუა ზღვის ტიპის მსგავსი სუბტროპიკული ჰავით, წიფლნარ-მუხნარითა და ფიჭვის ტყეებით, ალუვიური და კორდიან-კარბონატული ნიადაგებით;

 

      საშუალმთის მთა-ხეობათა ზონა, წაბლისა და წიფლის ტყეებით ტყის ყომრალი ნიადაგებით;

 

     მაღალ მთა-ხეობათა ზონა ძლიერ დანაწევრებული რელიეფით, წიწვოვანი ტყეებით, ტიპური და გაეწრიანებული ტყის ყომრალი ნიადაგებით;

 

      მაღალმთიანი ზონა ბრტყელი წყალმომარაგებით, მთა-მდელოს ნიადაგებით, სუბალპური და ალპური მცენარეებით;

 

 

ფლორა და ფაუნა

 

ფაუნა

 

ფაუნის წარმომადგენლებიდან აღსანიშნავია: შველი, არჩვი, გარეული ღორი, ზღარბი, თხუნელა, კურდღელი, მგელი, მელა, დათვი, მაჩვი, ტურა, კვერნა, გვხვდება აგრეთვე მწვანე ხვლიკი და გველი ანკარა.

 

მრავალფეროვანია ფრინველთა სამყარო: კოდალა, შაშვი, გუგული, ოფოფი, კაკაბი, როჭო, მერცხალი, ტყის ქათამი.

 

მდინარეებში ბევრია თევზი: კალმახი, წვერა, ღორჯო და სხვა.

 

ფლორა

 

შუახევის მუნიციპალიტეტის ფლორა საკმაოდ მდიდარია: მუხა, წაბლი, რცხილა, ნეკერჩხალი, იფანი, წიფელი, ცაცხვი, თელა, ფიჭვი, ნაძვი, იელი, მოცვი, წყავი, შქერა). მუნიციპალიტეტის ტყეები მდიდარია გარეული ხილით, აგრეთვე სამკურნალო მცენარეებით.

 

ადგილობრივი თვითმმართველობა

 

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია დაბა შუახევი (1,0 ათასი მცხოვრები, დაბის სტატუსი 1974 წლიდან). შუახევის მუნიციპალიტეტში 68 დასახლებული პუნქტია: 1 დაბა და 67 სოფელი. მუნიციპალიტეტი იყოფა 10 ტერიტორიულ ერთეულად: 1 დაბა და 9 თემი.

 

 

ეკონომიკა

 

 

ეკონომიკის მთავარი დარგი სოფლის მეურნეობაა, დაბალ ზონაში წამყვანია მემცენარეობა, ხოლო მაღალ ზონაში - მეცხოველეობა. ასევე მიჰყვებიან მეფუტკრეობასაც. ფართოდაა გავრცელებული მუნიციპალიტეტში გავრცელებული სხვადასხვა სახის ნიადაგი ხელს უწყობს მაღალხარისხოვანი ,,სამსუნისა“ და ,,ტრაპიზონის“ ჯიშის თამბაქოს მოყვანა. კარგ მოსავალს იძლევა ხილი, ლობიო, ბოსტნეული და სხვა ჯიშის მცენარეები.