საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სასწავლო უნივერსიტეტი
ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტს 11 წლიანი ისტორია აქვს. დაარსდა 2008 წელს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II ღვაწლითა და ლოცვა-კურთხევით.
უნივერსიტეტის რექტორი დაარსების დღიდან გახლავთ მთავარეპისკოპოსი სპირიდონი. უნივერსიტეტი მდებარეობს მთიან აჭარაში, შუახევის რაიონის, სოფ. ტაკიძეებში (ხიჭაურში).
უნივერსიტეტი აერთიანებს 4 ფაკულტეტს: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების, აგრარულ მეცნიერებათა და ბიზნესის ადმინისტრირების, სამართალმცოდნეობისა და საჯარო მმართველობის, სოციალურ მეცნიერებათა და ჯანდაცვის, და ქართველოლოგიური კვლევების განყოფილებას.
უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს 11 საბაკალავრო: ისტორიის, ფილოლოგიის, ხელოვნებათმცოდნეობის, განათლების, ჟურნალისტიკის, აგრარული მეცნიერებების, საექთნო საქმის, ბიზნესის ადმინისტრირების, საჯარო მმართველობის, სამართალმცოდნეობის, მათემატიკის პროგრამებსა და 11 სამაგისტრო: ისტორიის, ფილოლოგიის, ქართველური ენათმეცნიერების, ხელოვნებათმცოდნეობის, განათლების, აგრარული მეცნიერებების, არქეოლოგიის, ჟურნალისტიკის, მათემატიკის, საჯარო მმართველობის, ბიზნესის ადმინისტრირება – ფინანსების პროგრამებს, ასევე მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამას და 5 ავტორიზებულ პროფესიულ მოდულურ პროგრამას: ბუღალტერია, ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი, ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდამჭერი სპეციალისტი, პრაქტიკოსი ექთნის პროფესიულ მოდულურ პროგრამებს. ამჟამად მიმდინარეობს მზადება დოქტორანტურის პროგრამების განსახორციელებლად.
უნივერსიტეტში სწავლა და დღეში სამჯერადი კვება უფასოა.