ოთოლთას ციხე - აღმართულია მდ. ჭვანისწყლის და მისი მარჯვენა შენაკად ოთოლთისწყლის შესართავში, წინწამოწეული მთავარანგელოზის მთის წვერზე. ციხის ყველა კუთხიდან 25-30 კმ-ის მანძილზე გაშლილი ტერიტორიები მოსჩანს. ციხე უდაოდ დიდ როლს თამაშობდა აჭარისწყლის ხეობის დაცვის სისტემაში. იგი პირდაპირ გადაჰყურებს. ჭვანისწყლისა და აჭარისწყლის ხეობების შესართავებთან არსებულ ქვემო და ზემო აჭარის საზღვარზე არსებულ ციხეებს.
ციხის აგების დროდ XI-XIII საუკუნეებია მიჩნეული, მაგრამ არქეოლოგიური გათხრების შედეგად ითვლება, რომ ის ჯერ კიდევ ძვ.წ. IV-V საუკუნეებში უნდა გამოეყენებინათ. ციხის ტერიტორიაზე კლდეში აღმოჩენილია სამი დიდი ქვევრი, სადაც ინახავდნენ საჭირო პროდუქტებს, აქვე ყოფილა დიდი ხარო, სადაც სხვადასხვა სახის მარცვლეული კულტურების ნაშთებიც აღმოჩნდა. ციხის ფართობი 936 კვ.მ-ია. სიგრძე 52 მეტრი, სიგანე-18 მ. ციხის აღმოსავლეთი გალავანი შედარებით სწორხაზოვანია. მისი საერთო სიგრძე 49 მეტრს შეადგენს. შედარებით დაცულია ციხის კედლის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთი თითქმის საძირკვლის დონემდეა მორღვეული. გალავნის სისქე არაერთგვაროვანია. 1, 6 მ-დან 2 მეტრამდე მერყეობს. ციხის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში აღმართულია კოშკი, დასავლეთ კედლის საერთო სიგრძე 18, 5 მეტრია. კედლის მაქსიმალური სიმაღლე აღმოსავლეთ ნაწილში არის 3,8 მ, ცენტრალურ ნაწილში 5, 5 მ, ხოლო დიდი კოშკის ზონაში – 7 მ. ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილია წყლის რეზერვუარები, რომლებითაც ხდებოდა ციხის წყლით მომარაგება. Aარქეოლოგიური გათხრები ჩატარდა 1984 წელს. არქეოლოგიური გათხრების შედაგედ აღმოჩენილი იქნა ქვევრები, დერგების, სადღვებლების პირისა და ტანის ნატეხები, ქოთნების, დოქების(ხელადების) სასმისების, ჯამების, კეცების, დისკოსებური ფორმის ნივთებისა და ჭურჭლის მთლიანი ნიმუშები და მოჭიქული კერემიკის ნატეხები.A
ნიგაზეულის ციხე - მდებარეობს ცენტრალური საავტომობილო გზის ბათუმი-ხულო ნიგაზეულის ასაქცევიდან 5 კმ-ით დაშორებულ სოფელ ნიგაზეულში, ზღვის დონიდან 800 მ. სიმაღლეზე, ქუფთაღელის სერზე, რომელსაც სხვანაირად ნაბეგვარსაც ეძახიან. 4000 მ.კვ. ფართობის ციხე-გალავანი XVIII ს. დასაწყისში ეროვნული გმირის სელიმ ხიმშიაშვილის მიერ არის აშენებული. გალავანი სწორკუთხედს მიაგავს, რომელშიც დატანებულია ექვსი ხარო, თითო-თითო კუთხეებში, ხოლო თითოც გვერდით კედლებში. ხაროების დიამეტრები ცვალებადია 3მ_3,2მ ასევე ცვალებადია ხაროს გამოწევა კედლიდან, იგი მერყეობს 3,მ-იდან 3,2-3,5მ შუა გალავნის ყელის მაქსიმალური სიმაღლე 7,20 მეტრია, სისქე 1,70 მ, რამდენადმე ვიწროა ხაროების კედლები (1,55 მ). გალავანს შესასვლელი უნდა ჰქონოდა როგორც ჩრდილოეთიდან, ისე სამხრეთიდან. რა ადგილზე იყო ჩრდილოეთის კარი არ ჩანს, რადგან ეს მხარე მთლიანადაა მონგრეული. შესასვლელი არც სამხრეთ ნაწილში ჩანს, გალავანი ამ ადგილასაც საკმაოდ დანგრეულია. ეტყობა, რომ შესასვლელი აქ ზომიერად შუა ადგილას ყოფილა დატანებული. ციხე-გალავანი ნაგებია ფლეთილი ქვებით, წყობა ლამაზი და ჰორიზონტალურია (ქვაბის ზომებია: 60/60 სმ, 50:46 სმ, 90/70 სმ, 53/40 სმ). სწორხაზოვანი რიგების დასაცავად ამ ქვებს შუა დატანებულია წვრილი ნატეხი ქვები. გვერდითი კედლების სიგრძეა 66,40 მ, ხოლო სამხრეთ კედლისა – 18 მეტრი. ოდნავ ნაკლები უნდა ყოფილიყო ჩრდილო კედელი, რადგან დასავლეთი კედელი შუა კოშკიდან ოდნავ ტყდება ჩრდილო-დასავლეთისაკენ.
ციხე-გალავნის შუა ეზოში შემაღლებულ ადგილას სელიმ ხემშიაშვილის ორსართულიანი სახლი (პირველი სართული ქვის ყოფილა, ხოლო მეორე სართული ხის) მდგარა, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ ოსმალებს დაუწვავთ და შემდგომ ჯამე აუშენებიათ.
კავიანის ციხე - XII-XIII საუკუნეებს მიეკუთვნება კავიანის ციხე, მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 550 მეტრია. ციხე მაღლობიდან გადმოჰყურებს მდ. აჭარისწყლის ხეობის მთავარ მაგისტრალს.
ციხე მდებარეობს აჭარისწყლის მარცხენა მხარეს, კავიანის სერზე, ხიჭაურის პირდაპირ, მდინარეების ჭვანისწყლისა და აჭარისწყლის შესაყარის ქვემოთ. კავიანის ციხე პირდაპირ შეჰყურებს დანდალოს ტაკიძეების ციხესა და ტაკიძეების (ჭვანის) ოთოლთას ციხეს და აქტიურ როლს თამაშობდა ხეობაში გამავალ საქარავნე-სავაჭრო გზების გაკონტროლებაში.
კავიანის ციხე ორი განყოფილებისაგან შესდგება. Pპირველი განყოფილების ფართობი 90 კვმ. კედლების სიგრძეა 6,7 მეტრი, ხოლო სიმაღლე შიდა მხრიდან მერყეობს 12-13 მეტრს შორის. კედლის სისქე 1 მეტრს შეადგენს. ჩვენამდე მოღწეული ფოტოების მიხედვით ის შეიძლება ყოფილიყო რაღაც დანიშნულების სათავსო ამავდროულად ეს სათავსო უნდა ყოფილიყო სამსართულიანი. კედელზე ორი სარკმელია დატანებული, რომელთა ზომები შეადგენს 14/68, და 38/70სმ. კედლის დასავლეთი ნაწილის სიმაღლე მერყეობს 5,60 მეტრსა და 7 მეტრს შორის. კედელზე დატანებულია ორი სარკმელი. ციხის ამ კოშკშია შემორჩენილი სწორი ფორმის ორმო, რომელიც შელესილია კირით. ორმოს ზომები შეადგენს 2, 8/1,62 მეტრს, ორმოს სიღრმე კი მერყეობს 1,5 და 2 მეტრს შორის.
დარჩიძეების ციხე - მდებარეობს მარეთისწყლის ხეობაში. მარეთის, იგივე ჩირუხისწყლის ხეობა ტერიტორიულად და მოსახლეობის რაოდენობით აჭარისწყლის აუზში ერთ-ერთი უდიდეს ხეობას წარმოადგენს. აქ მრავლადაა სხვადასხვა პერიოდის, განსაკუთრებით შუა საუკუნეების მიწისზედა ძეგლები, რომლებიც სამწუხაროდ არქეოლოგიურად ჯერ კიდევ შეუსწავლელია. ტერიტორიას, სადაც ციხე მდებარეობს გოგოლაური ეწოდებოდა. ახლა მთის უბანს ეძახიან. აქ ამოზიდულია უზარმაზარი კლდის სამი მასივი, ციხე კი აღმართულია შუა კლდის მასივზე და მის გეგმასაც კლდის კონფიგურაცია განსაზღვრავს. ციხის ფართობი 190 კვმ. შეადგენს. დღემდე შემორჩენილია ციხის დასავლეთის და ჩრდილოეთის კედლები. ჩრდილოეთ კედელი სწორხაზოვანია 23 მ. სიგრძით და 3 მ-მდე სიმაღლით. შედარებით მაღალია გალავნის დასავლეთი ნაწილი, იგი 12 მ-მდე აღწევს. კვლევების შედეგად დგინდება, რომ ციხის მშენებლობაში 2 პერიოდი გამოიყოფა. ირკვევა, რომ თავდაპირველად ციხე აღუმართავთ XI-XIII საუკუნეებში, ხოლო აღუდგენიათ გვიან შუა საუკუნეებში.
ცინარეთის ციხე - ციხე მდებარეობს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთში, მარეთი-ჩირუხისწყლის მარცხენა შენაკად უჩამბისწყლის ხეობაში. შუახევი-ცინარეთის საავტომობილო გზის მარცხენა მხარეში. შუახევის რაიონული ცენტრიდან 12 კმ-ის დაშორებით. ციხე-კოშკი საკმაოდ მაღალ მთაზეა აშენებული. დღეს მისგან მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი. ადგილობრივ მოსახლეობას კლდის ბუნებრივი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოუყენებიათ. კლდის აღმოსავლეთ თითქმის შუა მონაკვეთში იარუსისებური, მოზრდილი, ბუნებრივი მოედნის მსგავსია შემორჩენილი. მოსახლეობა მას ,,დიდ კალოს” უწოდებს. ციხეს ჰქონია ,,პატარა კალოც”, რომელიც საავტომობილო გზის გაყვანამ შეიწირა. ციხის ფართობი (36-40 კვადრატული მეტრია) ციხის გალავნის ნაშთები შემორჩენილია ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მიზერული დათვალიერების შედეგად ციხისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს 1,5 ტ. ლიტრაჟობის ქვევრი, რომელიც მიწაშია ჩაკირული, სავარაუდოდ საჭიროების შემთხვევაში წყლის მარაგს ინახავდნენ. ციხის ზედა ნაწილში დაცულია კლდეში ნაკვეთი დაახლოებით 150-200 ლიტრაჟობის წყლის რეზერვუარი. ციხიდან შესაძლებელი უნდა ყოფილიყო მარეთის ხეობის, ოქროპილაურის, დარჩიძეების და თვით ხიხანის, ოთოლთასა და კავიანის ციხეებთან დაკავშირება და მათთან ერთად ხეობაში გამავალი სავაჭრო-საქარავნე გზების კონტროლი. აგების თარიღად XI-XIIIO საუკუნეები ითვლება.
ჩანჩხალოს ციხე - ჩანჩხალოში ნამალევის კლდის თავზე, რომელიც თითქმის მიუვალია, არის უძველესი ციხის ნანგრევთა ნაკვალევი, სოფლოის მოსახლეობა მას თამარის ციხეს უწოდებს.Gგამომდინარე აქედან უნდა ვივარაუდოთ, რომ ციხე აგებულია XII-XIII საუკუნეებში. ციხის ფართობი დაახლოებით 300 კვ. მ. ისტორია დუმს იმასთან დაკავშირებით, რომ ციხეს ჰქონოდა საგვარეულოთა სტატუსი ანუ არ განეკუთვნება არცერთ გვარს. ჩანჩხალოს ციხეს საინფორმაციო დანიშნულება უნდა ჰქონოდა. აქვე ახლოს არის ქვებით დაფარული ტერიტორია ამ ტერიტორიას ნამალევს ეძახიან, რომელიც კავშირშია ციხესთან. ამდენად, შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ ადამიანთა თავშესაფარი იყო საბრძოლო მოქმედებების დროს რომელიც დაახლოებით 500-მდე ადამიანს იტევს.
აქვე არის ტერიტორია რომელსაც ციხის ყელი ჰქვია და სოფელ ჩანჩხალოს გადმოჰყურებს. ეს სახელწოდება შეიძლება მომდინარეობდეს თავისი სიმაღლის მიხედვით, როგორც ციხის ყელი, ან სავარაუდოა ამ ტერიტორიაზე ჭრიდნენ მასალას, რომელიც გამოიყენებოდა ციგის დასამზადებლად. მოგეხსენებათ, რომ ციგა უძველეს დროში ტრანსპორტის ერთ-ერთი სახეობა იყო, რომელიც გამოიყენებოდა ტვირთის გადასაზიდად იმდროის ყოფსა-ცხოვრებაში.
ფურტიოს თაღოვანი ხიდი - ხიდი სავარაუდოდ IX_Xსს განეკუთვნება. ფურტიოს ხიდი მდებარეობს, ამავე დასახელების სოფლისა და აჭარისწყლის ხეობის დასაწყისში. ხიდი აკავშირებდა ერთმანეთს სხალთისწყლის ხეობაში არსებულ ძველ გზებს, აჭარის წყლის ხეობაში გამავალ ცენტრალურ ტრასასთან. Aამ ხეობას მეტად ხელსაყრელი გეორგაფიული მდებარეობა ჰქონდა. Mამ გზით სხალთის ხეობიდან ზღვისპირეთისაკენ მიემართებოდა უმოკლესი საქარავნე გზა არდაგნიდან და ახალციხიდან. ხიდმა ჩვენამდე საკმაოდ დაზიანებული სახით მოაღწია. ხიდის ძირითადი ნაწილის სიგრძე 35 მეტრია, სიგანე ნაპირებზე - 2,35 მეტრი, თავბანდთან 2,20 მეტრი. ფურტიოს ხიდის საინტერესო აღწერილობას გვაძლევს თედო სახოკია, იგი ხაზს უსვამს მშენებლის განსაკუთრებულ პროფესიონალიზმს, რომელმაც ხიდის თავისა და ბოლოს საყრდენ ადგილად Eკლდიანი ნიადაგი აირჩია. ამით უნდა აიხსნას, რომ ეს ხიდი დღემდე უზიანოდ დგას როგორც ძველი დროის ნაშთი.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2012 წლის მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში ნოემბრის თვეში ფურტიოს ხიდს ჩაუტარდა აღდგენითი სამუშაოები. ხიდის რესტავრაციისას, არქიტექტურული სტილისა და ისტორიული სახის შენარჩუნების მიზნით გამოყენებულია ბუნებრივი ქვა და კირი. სამუშაოების წარმოება უზრუნველყო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიამ შპს ,,ტაო-ტბელმა.”
ჭვანის თაღოვანი ხიდი - ხიდი მდებარეობს სოფელ ჭალაში. აგებულია XII საუკუნეში. ბარათაულის წყლისა და ჭვანის წყლის შესართავთან. ხიდის სიგრძეა 17,20 მ, სიგანე – 2,35 მ. მისასვლელები სხვადასხვა ზომისაა. მარჯვენა მისასვლელის სიგრძეა 7,2 მ, სიგანე -5,3 მ, მარცხენასი – 3, 4 მ. ხიდის მარჯვენა ბურჯის სიმაღლეა 1,58 მ, სიგანე – 2,65 მ, ხოლო მარცხენასი – 1,38 მ, დარჩენილი 20 სმ-ი შეადგენს კლდეს, რომელზედაც დაშენებულია ბურჯი. ყურადღებას იქცევს ნახევარწრიული ლამაზი პროპორციული თაღების წყობა, რომელიც აჭარაში სხვაგან არ შეინიშნება. ხიდი აგებულია სელიმ-ფაშა ხიმშიაშვილის მეუღლის, ელმას სურმანიძის, მზითევის ხარჯით. ხიდი აღადგინეს 1968 წ. დურსუნ სურმანიძემ. 1995 წ. რევაზ, როსტომ და ნუგზარ სურმანიძეების ინიციატივით ჩაუტარდა რესტარვაცი. იმავე წელს,მ შევიდა კულტურის ძეგლთა სიაში.
ხაბელაშვილების ხიდი - აღნიშნული ხიდი მდებარეობს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბელაშვილებში. ხიდი თავისი ავთენტურობით, მშენებლობისას გამოყენებული ელემენტებით და გადახურვით უნიკალური და უიშვიათესია მთელ დასავლეთ საქართველოში. ისტორიული მასალებიდან ირკვევა, რომ ანალოგიური ხიდები აჭარაში მე-20 საუკუნის 60 იან წლებამდე იყო შემორჩენილი. ხიდზე მშენებლობისას გამოყენებულია ხის უნიკალური ჯიშები: ურთხველა მალებად ბურჯებში, წაბლი ხიდის მზიდ და საყრდენ მალებად, მუხა საყრდენ ბოძებად და ურთხველა გადახურვისას ჭერს ქვეშ.. სოფლის მკვიდრთა გადმოცემით ხიდი 300 წლის წინ აუშენებიათ და სოფელ ხაბელაშვილებს აკავშირებდა სოფელ ბარათაულთან, ბრილთან და გომარდულთან. ხიდი აუშენებია, გვარად ბერიძეს, ხაბელაშვილების მკვიდრს.
გამონათლევის ეკლესია - გამონათლევში ეკლესიის არსებობის შესახებ სარწმუნო ცნობები არ მოგვეპოვება, სამაგიეროდ უძველესი დროიდან მომდინარეობს ხალხში გავრცელებული თქმულება იმის თაობაზე, რომ მე–5–6 საუკუნეების მიჯნაზე ჩირუხის წყლის მარჯვენა ნაპირას, ჩვენს წინაპრებს აუგიათ მუხის ხეებისაგან ერთნავიანი დარბაზული ტიპის ეკლესია, სადაც წირვა–ლოცვა და ნათლობა მიმდინარეობდა.
სიტყვა ,,გამონათლევი“ ნათლობიდან მომდინარაობს. აღნიშნული ეკლესიის ნანგრევების შესახებ თ. სახოკია თავის ნაშრომში ,,მოგზაურობანი“ 1897 წელს აღნიშნავს, რომ სოფელ ოლადაურში ქარცივაძეების ეზოში ძველი ნასაყდრალია, ძველი ეკლესიის ნანგრევებიდან მხოლოდ ქვების გროვა ყოფილა დარჩენილი და მის ირგვლივ ძველად დარგული ბზის ხეები ყოფილა დარგული, მთელ ამ ადგილს მოწიწებით ეპყრობიან. შეუძლებელია იქ დარგულ ხეებს ტოტი ჩამოაცილონ.
გადმოცემის თანახმად დროთა სიავისაგან ნანგრევებად ქცეული გამონათლევის ეკლესია 11–13 საუკუნეებში აბუსერისძეებს რამდენჯერმე აღუდგენიათ.
გამონათლევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობა 1998 წელს დაიწყო. ეკლესიის მშენებლობის ინიციატორები იყვნენ: ექიმი–სოლომონ ფუტკარაძე, მეტყევე ინჟინერი – ჯ. მახარაძე, ღვაწლმოსილი პედაგოგი – ბ. მახარაძე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით ეკლესიის მშენებლობისათვის გამოიყო 0,20 ჰ მიწის ნაკვეთი, ასევე ბანკში გაიხსნა სპეციალური ანგარიში, რითაც საფუძველი ჩაეყარა გამონათლევის წმინდა გიორგის სახელობის ორნავიან, ორსაფეხურიან ჯვარგუმბათიანი ეკლესიის მშენებლობას. ეკლესიის საძირკვლის მშენებლობის დაწყება დალოცა ბათუმ–სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსმა მეუფე დიმიტრიმ.
2001 წელს ჯერ კიდევ ხარაჩოებში ჩასმულ მშენებარე ეკლესიაში მეუფე დიმიტრიმ და მართმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურებმა აღასრულეს პირველი წირვა –ლოცვა, ასევე შედგა პირველი ნათლობა. ამ დღეს 80–ზე მეტი ახალგაზრდა და მოხუცი მოინათლა.
A
Kკ