შუახევის მუნიციპალიტეტის მერია, აცხადებს ღია კონკურსს შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე:
1. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის სტიქიის განყოფილების მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.
2. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.
3. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განყოფილების მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.
4. შიდა აუდიტის სამსახურის მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.
5. ზედამხედველობის სამსახურის ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების უფროსი.
6. ზედამხედველობის სამსახურის, ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ფარული სამუშაოების ზედამხედველობის საკითხებში.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ განაცხადი შეავსონ მიმდინარე წლის 11 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე: www.hr.gov.ge
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდიის შესარჩევ კონკურს, რომლის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული სტუდენტების წახალისება.
სტიპენდია შეიძლება გაიცეს სტუდენტზე, რომელიც:
ა) არის საქართველოს მოქალაქე;
ბ) განცხადების შემოტანის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
გ) არის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი; დ) სემესტრის განმავლობაში გავლილი აქვს ყველა სალექციო კურსი და მისი აკადემიური მოსწრება თითოეულ საგანში შეადგენს 91 და მეტ ქულას;
ე) აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი;
ვ) ბოლო 6 წლის განმავლობაში სწავლობდა და დაამთავრა შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო სკოლა.
სტიპენდის მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) საბანკო რეკვიზიტები;
გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ;
დ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის სარეიტინგო ქულების შესახებ;
ე) ცნობა საჯარო სკოლიდან უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში სწავლისა და დამთავრების
შესახებ;
ვ) დაბადების მოწმობა, თუკი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში შეჩერებული აქვს სტატუსი;
ზ) 2021-2022 სასწავლო წლის I სემესტრის (შემოდგომის) აკადემიური მოსწრების შედეგები.
სტიპენდიის მისაღებად პრეტენდენტმა საბუთები უნდა წარმოადგინონ 2022 წლის 5 აპრილიდან 20 აპრილამდე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში.
საკონტაქტო პირი:- მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის თანამშრომელი თამარ ხიმშიაშვილი 577 20 22 26
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია, აცხადებს შიდა და დახურულ კონკურსს შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე:
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ განაცხადი შეავსონ მიმდინარე წლის 23 მაისამდე, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე: www.hr.gov.ge
საკვალიფიკაციო მოთხოვნები