შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ და კოლეჯ "ბლექსის" დირექტორმა გიორგი გოგიტიძემ დღვანის ადმინისტრაციულ ერთეულში პროფესიული განათლებით დაინტერესებული პირებისათვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
ადგილობრივებმა, დეტალური ინფორმაცია მიიღეს საგანმანათლებლო პროგრამების, უახლოეს პერიოდში დაგეგმილი პროექტების, დასაქმების შესაძლებლობის, კოლეჯში რეგისტრაციის, ჩარიცხვის პროცედურების, პროფესიულ განათლებაში არსებული სიახლეების შესახებ არა მარტო რეგიონის მასშტაბით, არამედ უშუალოდ შუახევის მუნიციპალიტეტში. როგორც, ცნობილია შუახევში მალე კოლეჯი ,,ბლექსის“ ფილიალი გაიხსნება. მსურველები შეძლებენ, ტურიზმის, აგრარული, სამშენებლო და სხვა მიმართულებით პროფესიულ სწავლებას და გადამზადებას.
შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები კოლეჯის განსათავსებლად, შუახევის მერიამ უზრუნველყო, რომელიც აღიჭურვება თანამდეროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. კურსდამთავრებულებს გადაეცემათ საერთაშორისო დონის სერთიფიკატები. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
საინფორმაციო სახის შეხვედრები გაიმართება ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში.
შუახევში, დამეწყრილი საავტომობილო გზების გაწმენდა დასკვნით ეტაპზეა
შუახევში, ინტენსიურად მიმდინარეობს დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები
შუახევში, სტიქიის შედეგად დამეწყრილი ადგილების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს