შუახევის მერს ფრიდონ ფუტკარაძეს, საყენდრიას მთაში ყოფნისას სეზონურად მცხოვრებმა მოსახლეობამ, იალაღებზე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და სასმელ წყალთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება სთხოვა. შედეგმაც არ დააყოვნა და შუახევის მერის თანამშრომლობით აჭარის საგზაო დეპარტამენტთან, ადგილობრივებს საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემა მოუგვარდათ.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, დღეს შუახევის მერის მოადგილე ომარ ტაკიძე ინფრასტრუქტურული კომისიის მიმღებ წევრებთან ერთად გაეცნო.
დღესვე, ხელმძღვანელ პირებმა მთის მოსახლეობას გაუმჯობესებული წყალმომარაგებით უზრუნველყოფის მიზნით პროექტი გააცნეს, რომელიც ითვალისწინებს 35 ოჯახის სასმელი წყლით მომარაგებას.
შუახევში, დამეწყრილი საავტომობილო გზების გაწმენდა დასკვნით ეტაპზეა
შუახევში, ინტენსიურად მიმდინარეობს დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები
შუახევში, სტიქიის შედეგად დამეწყრილი ადგილების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს