შუახევში, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დასრულებული სამუშაოები, დღეს შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, დღვანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლეებში, გოგინაურსა და ლომანაურში რამდენიმე ლოკაციაზე დაათვალიერა.
მიმდინარე წელს, ფერდსამაგრი კედლების მოწყობა დაგეგმილია 32 ლოკაციაზე, რაზეც შესრულდება 368 500 ლარის სამუშაოები. აღნიშნული მაჩვენებელი წლის ბოლომდე ეკონომიების ხარჯხე გაიზრდება და დამატებით რამდენიმე ლოკაციაზე შემცირდება საცხოვრებელი სახლების დამეწყვრის რისკი.
ფერსამაგრი კედლების, გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, მეწყერსაშიშ ზონებში პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით ხორციელდება.
შუახევში, დამეწყრილი საავტომობილო გზების გაწმენდა დასკვნით ეტაპზეა
შუახევში, ინტენსიურად მიმდინარეობს დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები
შუახევში, სტიქიის შედეგად დამეწყრილი ადგილების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს