შუახევში, 7x7 ფეხბურთის სამოყვარულო ჩემპიონატის მასტერ ლიგის მუნიციპალური ეტაპი დაიწყო. ერთმანეთს ხიჭაური - ჩირუხი და ფურტიო - შუახევი დაუპირისპირდნენ. გუნდებს შორის შეხვედრა ჩირუხისა და შუახევის გუნდების გამარჯვებით დასრულდა.
მასტერ ლიგის მუნიციპალურ ეტაპში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის სხვა გუნდებიც მიიღებენ. გამარჯვებული გუნდი აჭარის მასტერ ლიგის რეგიონულ ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
რეგიონის მასტერ ლიგის ფინანსური მხარდამჭერია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტი და შუახევის მუნიციპალიტეტის მერია, ხოლო ჩემპიონატის ორგანიზებას ახორციელებს 7x7 ფეხბურთის ასოციაცია, აჭარის ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად.
სამწუხაროდ ჩემპიონატი გულშემატკივრების გარეშე ჩაივლის ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო. თითოეული მატჩის მსვლელობა მიმდინარეობს ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით და თითოეული ფეხბურთელი გადის თერმოსკრინინგს.