შუახევში, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ფერდსამაგრი კედლის მოწყობა დაგეგმილია 30-ზე მეტ ლოკაციაზე. შესრულდება 368 500 ლარის სამუშაოები.
ფერსამაგრი კედლების მოწყობა გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, მეწყერსაშიშ ზონებში პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით ხორციელდება, რაც ხელს შეუწყობს რამდენიმე ლოკაციაზე საცხოვრებელი სახლებისა და გზების დამეწყვრის რისკის შემცირებას. პროექტის ფარგლებში სამუშაოები დასრულების ეტაპზეა სოფელ ტაკიძეებში ლევან ცინცაძისა და სოფელ ჭვანაში ნოდარ ქარცივაძის საცხოვრებელ სახლებთან.