ომარ ტაკიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტად კვლავ რჩება საგზაო ინფრასტრუქტურა, სოფლებისა და ადმინისტრაციული ცენტრების კეთილმოწყობა, წყალმომარაგება და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა. მომავალი წლისთვის, სოციალური მიმართულებით დაემატება სამი ახალი პროგრამა.
ამჟამად მიმდინარეობს სასურსათო კალათების დარიგება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის. სასურსათო ნობათი გადაეცემა სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, სააღმზრდელო დაწესებულებების აღსაზრდელებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დღის ცენტრის ბენეფიციარებს.