დღეს, შუახევის მუნიციპალიტეტში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საჩითილე მეურნეობაში იმყოფებოდნენ და მიმდინარე სამუშაოების შესახებ მიიღეს ინფორმაცია აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ, აგროსერვის ცენტრის დირექტორმა გოჩა ბერიძემ და შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ.
აღნიშნული მეურნეობაში სამინისტროს ქვეპროგრამის - ,,მაღალმთიან აჭარაში სანერგე საჩითილე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა’’ ფარგლებში მიმდინარეობს. თამბაქოს, კიტრის, პომიდვორის, ბადრიჯანისა და ბულგარული წიწაკის უვირისო თესლით მიიღება 1 მლნ-მდე მზა ჩითილი. მასალა გარანტირებულად უზრუნველყოფოფს უხვი და ხარისხიანი მოსავლის მიღებას.
საჩითილე მეურნეობა მთლიანად მოემსახურება მთიანი აჭარის ფერმერებსა და აგრომეწარმეებს. შე ღავათიან ფასად შეეძლებათ სერთიფიცირებული, ეკოლოგიურად სუფთა ჩითილების შეძენა.