შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩურის მაჟორიტარმა დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძემ და მერის მოადგილემ რუსუდან შავაძემ, ხანძრის შედეგად დაზარალებული დანიელ ქათამაძის ოჯახი მოინახულეს და პირველადი მოხმარების ნივთები და სურსათი მიუტანეს.
ქათამაძეების ოჯახი 12 წევრისგან შედგება, მათ შორის 2 მცირეწლოვანია. დაზარალებულები, მერიამ დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყო. უახლოეს დღეებში ოჯახს პროგრამით გათვალისწინებული, შესაბამისი ფინანსური დახმარება გაეწევა აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან.
ხანძარი, ზემოხევში 9 თებერვალს მოხდა, რის შედეგად ქათამაძეების საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობა დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.