შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე უძღვებოდა. თათბირს მერის მოადგილე რუსუდან შავაძე და მერიის სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე, ომარ ტაკიძემ ხელმძღვანელი პირებისგან მოისმინა ინფორმაციები შესრულებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
დღეის მდგომარეობით შესყიდვების სამსახურის მიერ ტენდერების 80%–ზე მეტი გამოცხადებულია. მიმდინარეობს სახელმწიფო შესყიდვების კანონით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები. მალე დაიწყება ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელსაც მერიის შესაბამისი კომისია გაუწევს მონიტორინგს. შეუფერხებლად ხორციელდება ჯანდავის პროგრამები.